ალექსანდრე ელისაშვილი: პერსონალურ ავტომანქანებზე უარი ვთქვათ

პერსონალურ ავტომანქანებზე უარი ვთქვათ. საქმე რომ არ დაზარალდეს, ავტოპარკი საკრებულოს დარჩეს, მაგრამ, როგორც მედიასაშუალებებშია: სამსახურში ყველა თავისი ფეხით მიდის, ავტოპარკის მანქანით საქმის მიხედვით სარგებლობს, მაგრამ, ფიქსირდება, ვინ, სად, როდის წავიდა. წინა საკრებულოებში კომისიების, ფრაქციების თავმჯდომარეები და საკრებულოს თავმჯდომარე პერსონალური ავტომანქანით სარგებლობდა და დილიდან საღამომდე ეს მანქანები ხან აგარაკზე ჰყავდათ, ხან ბაზარში

თბილისის საკრებულოს წევრმა, ალექსანდრე ელისაშვილმა ამ ინიციატივით საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს მიმართა.

კომენტარები