ტაბულამ რუსთავში საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მობილიზების ფაქტი გადაიღო

რუსთავში 79-ე და 83-ე საარჩევნო უბნებზე ტაბულას გადამღებმა ჯგუფმა ამომრჩეველთა მობილიზების ფაქტები გადაიღო.

ერთ-ერთი აქტივისტი ტაბულასთან საუბარში ადასტურებს, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერების მობილიზებას ახდენს. მეორემ კი ტაბულას უთხრა, რომ ახლობლებს ელოდება და პეტრე-პავლობა სწორედ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა აღნიშნონ, ხოლო სია, რომელიც უჭირავს, იმ ადამიანთა ჩამონათვალია, "ვინც უნდა ვიქეიფოთ აქ".

კომენტარები