აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე

ღარიბაშვილი აშშ-ის მთავრობასა და ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

პრემიერის პრესსამსახური

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის მთავრობასა და ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. 

”ამერიკელმა ხალხმა ყველაზე უკეთ იცის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ფასი. ეს ის ღირებულებებია, რომლებმაც თქვენი ქვეყანა ყველასათვის მიმზიდველი გახადა. თქვენ მუდამ იცავთ ამ ღირებულებებს და მათ სხვა ერებსაც უზიარებთ. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უმნიშვნელოვანესი მოკავშირე და უახლოესი პარტნიორია, რადგან ჩვენი ქვეყნების მეგობრობა საერთო ინტერესებსა და ღირებულებებს ეფუძნება.

ჩვენ ვაფასებთ ამერიკის მიერ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს და მადლობას გიხდით, საქართველოს ისტორიის ურთულეს მომენტებში გაწეული დახმარებისთვის. საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა როგორც საქართველოს სუვერენიტეტის, უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის საქმეში, ისე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით.

მინდა, დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს სახით თქვენ გყავთ საიმედო და ერთგული პარტნიორი. მჯერა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება”, - წერია მილოცვაში.

კომენტარები