რუსული ოკუპაცია

ჭიკაიძე: მჯერა, რომ ოსი ხალხი საქართველოს ერთობის გადაწყვეტილებას მიიღებს

ალექსანდრე ჭიკაიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, "მე მჯერა, რომ ოსი ხალხი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც საქართველოს ერთობა ჰქვია". ჭიკაიძემ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერის ანატოლი ბიბილოვის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, მარიონეტული მთავრობა რუსეთთან შეერთების საკითხს რეფერენდუმზე დააყენებს.

"ჩემი შეფასება, რა თქმა უნდა, უარყოფითია. ეს იქნება ისეთი ნაბიჯი, რომელიც ოსი ხალხისთვის იქნება მიუღებელი, მაგრამ მე მჯერა, რომ ეს არ მოხდება და ოსი ხალხი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც ჰქვია საქართველოს ერთობა და საქართველოს ოსეთთან კვლავ ინტეგრირება", - განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ.

 როგორც ანატოლი ბიბილოვმა სააგენტო იტარ-ტასთან ინტერვიუში განაცხადა, "ჩვენ უარს არ ვამბობთ ძველ ლოზუნგებზე, ამ საკითხის მიმართ არანაირი ორმაგი მიდგომა არ იქნება. საკითხს რეფერენდუმზე გავიტანთ, მაგრამ ამით უკვე მთლიანად ფორმირებული, კონსოლიდირებული, მუშა პარლამენტი უნდა დაკავდეს". 

ბიბილოვის განცხადება ცხინვალში ვლადიმირ პუტინის თანაშემწის ვლადისლავ სურკოვის ყოფნას დაემთხვა. თუმცა, რუსული სააგენტო რია ნოვოსტის ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთთან რუსეთთან შეერთების საკითხი მისი ვიზიტის დროს არ განხილულა.

კომენტარები