ჩავი

ჩავიმ ყატარულ ალ-არაბისთან წინასწარი კონტრაქტი გააფორმა

რამდენიმე კვირაში, ჩავი ბარსელონას დატოვებს. ესპანური მარკას ცნობით, კატალონიელმა ნახევარმცველმა წინასწარი კონტრაქტი უკვე გააფორმა ყატარულ კლუბ ალ-არაბისთან.

ფეხბურთელის მომავალი მთავარი მწვრთნელი დანი პეტრესკუ იქნება. მისი თქმით, ჩავის არაერთი წინადადება ჰქონდა, მაგრამ ყატარელების მიერ შეთავაზებული პირობები, მისთვის ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა. რუმინელი სპეციალისტის მტკიცებით, ალ-არაბი ფეხბურთელს ყოველ ექვს თვეში 8 მილიონ ევროს გადაუხდის.
 
ბარსელონას შემადგენლობაში ჩავიმ 16 სეზონი გაატარა, მონაწილეობა მიიღო 723 შეხვედრაში და 81 გოლი გაიტანა. კარიერის განმავლობაში, კატალონიური კლუბის რიგებში, ფეხბურთელმა მოიგო ორი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, სამი ჩემპიონთა ლიგის ტიტული, ორი ევროპის სუპერ თასი, სამი ლა ლიგა, ორი სამეფო თასი და ექვსი სუპერთასი.

კომენტარები