თბილისის მერი

უგულავა: პროკურატურას პროცესებზე გამოცხადების ეშინია

დედაქალაქის უფლებამოსილება შეჩერებული მერის გიგი უგულავას შეფასებით, "პროკურატურას პროცესებზე გამოცხადების ეშინია და უგზო-უკვლოდ არის გადაკარგული სემინარებზე". უგულავამ ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა, რას აპირებს, თუ მიმდინარე კვირაში დაგეგმილ პროცესზე სასამართლო მერის უფლებამოსილებას აღუდგენს. 

"ვერ ვიმარჩიელებ. ვხედავთ, რომ პროკურატურას პროცესებზე გამოცხადების ეშინია და უგზო-უკვლოდ არის გადაკარგული სემინარებზე", - განაცხადა უგულავამ.

გიგი უგულავას საკითხზე სასამართლო 20 ივნისს იმსჯელებს. სასამართლო პროცესზე, დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას, გაუქმდეს ის განჩინება, რომლის საფუძველზეც გიგი უგულავა გადაყენებული იქნა თბილისის მერის თანამდებობიდან.

აღნიშნული საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში ორჯერ გადაიდო. საქმის განხილვის გადადების მიზეზი სასამართლოში პროკურორების გამოუცხადებლობა გახდა.

ამასთან, დედაქალაქის მერის არჩევნებში მეორე ტური ინიშნება.

კომენტარები