ნარმანია: მეორე ტური არ იქნება

დავით ნარმანია
RFE/RL

კოალიცია ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია არჩევნების მეორე ტურს გამორიცხავს. ამის შესახებ ნარმანიამ გუშინ, გვიან ღამით, ცესკო-ს მიერ თვითმმართველობის არჩევნების პირველი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა. 

"არავითარი 46%, ჯერ ნახევარიც არ არის დათვლილი. დილით გაკეთდება განცხადება. მეორე ტური არ იქნება", - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

დილის 09:00-ის მონაცემებით, თბილისში ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია 46.27%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზეა ერთიანი ნაცონალური მოძრაობის კანდიდატი ნიკა მელია - 27.69%-ით. ცესკოს ინფორმაციით, თბილისში დათვლილია ხმების 76.68% (559+4 უბანი). ბოლო მონაცემების მიხედვით, თბილისში მეორე ტურის ჩატარება საჭირო გახდება. 

კომენტარები