GFK: ხუთ ქალაქში, მათ შორის, თბილისში მეორე ტური გაიმართება

ორგანიზაცია GFK-ის ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, ზუგდიდის და ქუთაისის გარდა, ხუთი ქალაქის მერობის და გამგებლობის კანდიდატებს შორის, მეორე ტური გაიმართება. GFK-ს წინასწარი გამოკითხვის მიხედვით, რომელიც  ტელეკომპანია რუსთავი 2-მა დაუკვეთა, ქართული ოცნება სწორედ ამ ქალაქებში ლიდერობს. ეგზიტპოლის მიხედვით, სხვა ქალაქებში 50%-იანი ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა.

GFK-ის 18:00-ის მონაცემებით, არჩევნების მეორე ტური გაიმართება თბილისში ქართული ოცნების კანდიდატ დავით ნარმანიას (46.8%) და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს ნიკა მელიას (27.2%) შორის. რუსთავში - დავით ჯიქიასა (ქართული ოცნება; 37.4%)  და მამუკა ჩიქოვანს (ენმ; 26.3%) შორის. თელავში პლატონ კალმახელიძეს (ქართული ოცნება; 46.7%) და ალექსი ძულიაშვილს (ენმ; 19.7%) შორის. გორში ზურაბ ჯურკველაშვილს (ქართული ოცნება; 40.8%) და კახაბერ ერგემლიძეს (ირაკლი ოქრუაშვილი - ქართული პარტია; 32.3%) შორის. ბათუმში გიორგი ერმაკოვსა (ქართული ოცნება; 46.2%)  და გიორგი დიასამიძეს (14.7%) შორის.

GFK-ი წინასაარჩევნო გამოკითხვას 3%-იანი ცდომილებით ატარებს. ეს მაჩვენებელი 18:00-ზე დაფიქსირებული მონაცემებია. 

რაც შეეხება საკრებულოს არჩევნებს, GFK-ის ეგზიტპოლის 18:00 საათის მონაცემებით, თბილისში ქართულ ოცნებას მხარს 47.8% უჭერს,  ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 26.1%, ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია - 8.3%.

რუსთავში, ეგზიტპოლის თანახმად, ქართულ ოცნებას ხმა გამოკითხულთა 37.5%-მა მისცა, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას - 26.8%-მა, ჩვენი საქართველოს - 11.9%.

თელავი - ქართული ოცნება 48.4%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 18.1%, ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია - 11.4%.

გორი - ქართული ოცნება 38.7%, ირაკლი ოქრუაშვილი - ქართული პარტია 32.0%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 12.6%.

ზუგდიდი - ქართული ოცნება (60%), ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 28.8%. ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია 3.8%.

ქუთაისი - ქართული ოცნება 53.2%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 14.6%, დავით თარხან მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 10.3%; 

კომენტარები