საქართველო-ალბანეთი

საქართველოს პრეზიდენტი ალბანეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ალბანეთის თავდაცვის მინისტრს მიმი კოდელის შეხვდა. საუბრისას მხარეებმა თავდაცვის სფეროში საქართველო-ალბანეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ალბანეთის გამოცდილების გაზიარებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების თვალსაზრისით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე აღნიშნეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიღწევები NATO-სთან ურთიერთობის მიმართულებით.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მიმი კოდელის საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის ღია მხარდაჭერისათვის. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს უელსის სამიტის მნიშვნელობა და იმედი გამოთქვეს, რომ ალბანეთთან და სხვა ქვეყნებთან აქტიური თანამშრომლობა დადებითად აისახება სექტემბერში დაგეგმილ NATO-ს სამიტზე.

კომენტარები