ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისთან ვითარება განმუხტულია

ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისთან ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია. ამ ინფორმაციას ინტერპრესნიუსი იუწყება.

სატყეო დეპარტამენტის რეინჯერის დავით ცინდელიანის ოჯახის წევრებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს თენგიზ გუნავას შეხვდნენ, რომელიც ცინდელიანის გაუჩინარების პერიოდში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი იყო.

ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისთან დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სატყეო დეპარტამენტის რეინჯერის, დავით ცინდელიანისა და კონტრდაზვერვის ოფიცრის, პაატა ქარდავას ოჯახის წევრებმა პარტიის ოფისთან აქციის მოწყობა სცადეს. სამართალდამცველებმა ჯაჭვი გააკეთეს და აქციის მონაწილეებს ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ახლოს არ უშვებდნენ, რასაც მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება პოლიციის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის.

ცინდელიანისა და ქარდავას გაუჩინარების საქმის გახსნაზე განცხადებები შს სამინისტროში გაკეთდა. მათ მკვლელობაში კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომან შამათავაა ბრალდებული.

კომენტარები