უგულავას საქმე

გიგი უგულავასთვის მერის უფლებამოსილების აღდგენის საკითხს დღეს განიხილავენ

Gigi Ugulava
Tabula

თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის განვითარების ფონდთან დაკავშირებული საქმის განხილვა, რომელშიც გიგი უგულავა ფიგურირებს, დღეს 12:00 საათზე განახლდება. უგულავას ადვოკატებმა წინა პროცესზე შუამდგომლობა დააყენეს, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გიგი უგულავასთვის მერის უფლებამოსილების აღდგენა მოითხოვეს.

აღნიშნული შუამდგომლობის დაყენების შემდეგ პროკურორებმა შუამდგომლობის გაცნობის მიზნით დრო ითხოვეს და სასამართლო პროცესი 5 ივნისისთვის გადაიდო. 

სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომლის საფუძველზეც გიგი უგულავას მერის უფლებამოსილება შუჩერდა, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო.

კომენტარები