თეორემა

მარიხუანას დეკრიმინალიზაცია

„ვისაც სურს, გათავისუფლდეს აუტანელი წნეხისგან, მას ჰაშიში სჭირდება", ამტკიცებდა ფრიდრიხ ნიცშე. აქტიურ მწეველებს შორის, ფრიდრიხ ნიცშეს გარდა სხვა ნაცნობებსაც ვნახავთ - უილიამ შექსპირი, მარკ ტვენი, ონორე დე ბალზაკი, ჯეკ კერუაკი, ჯორჯ ვაშინგტონი, ჯონ კენედი, ჯორჯ სოროსი, სტივ ჯობსი.

საქართველოში მარიხუანას და სხვა მძიმე ნარკოტიკებს ერთი მუხლის ერთი პუნქტი არეგულირებს. ბალახის მოწევისთვის თქვენ შეიძლება ციხეში ამოყოთ თავი. პოლიციელს რომ თავში ჩაარტყათ - 100 ლარად შეიძლება გამოძვრეთ. ტაბურეტით ძალადობა, თუ ანაფორა გაცვიათ და წვერი გამშვენებთ - უფასოა.

2 ივნისს, თბილისსა და საქართველოს რამდენიმე სხვა ქალაქში მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა. უნდა იყოს თუ არა ამ ნივთიერების მოხმარება კრიმინალი, ამ თემაზე ვმსჯელობთ თეორემას მეორე ნაწილში.

გადაცემის სტუმრები: მიშა მშვილდაძე, ლექსო მაჭავარიანი, ხათუნა თოდაძე.

კომენტარები