დიდიე ბურკჰალტერი

საქართველოს დღეს შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი დიდიე ბურკჰალტერი ეწვევა

საქართველოს დღეს სამუშაო ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი დიდიე ბურკჰალტერი ეწვევა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შვეიცარიელ კოლეგას გიორგი მარგველაშვილი უმასპინძლებს.

საქართველოსა და შვეიცარიის პრეზიდენტები ხვალ ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შეხვდებიან, რის შემდეგაც ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

დიდიე ბურკჰალტერი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს. მხარეები ორმხრივ დოკუმენტებს გააფორმებენ. 

შვეიცარიის პრეზიდენტი ასევე გამართავს შეხვედრებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძესთან და სამოქალაქო საზოგადოებისა და ეუთო-ს ახალგაზრდული ქსელის წარმომადგენლებთან.

დიდიე ბურკჰალტერი საქართველოს ხვალ დატოვებს.

კომენტარები