შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი თავდასხმის ფაქტი გახსნა. სამართალდამცველებმა 1967 წელს დაბადებული გივი ა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე, ეჭვიანობის ნიადაგზე, 1972 წელს დაბადებულ ზურაბ ლ-ს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.
სამართალდამცველებმა გივი ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში, გლდანის ხევის დასახლებაში დააკავეს.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
ვაკეში ქუჩური გარჩევის დროს მამაკაცს ფიზიკურად დღეს გაუსწორდნენ. თვითმხილველების განცხადებით, დაზარალებულს რამდენიმე პირმა რკინის საგნით სცემა და მისი მდგომარეობა მძიმეა.





