თეორემა

ქართული პოლიტიკური კულტურა

1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა შეიქმნა, რომელსაც ჰქონდა კონსტიტუცია, საპარლამენტო სისტემა, არჩევნები, აქტიური ოპოზიცია და თავისუფალი პრესა.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა, რომლის აღნიშვნაც საქართველოს ხელისუფლებამ, მისი თქმით, არაპომპეზურად, სამხედრო აღლუმის გარეშე, სახალხო ზეიმით გადაწყვიტა.

ჯარის მაგიერ მიტინგები ქართული პოლიტიკის აღმოჩენა და თავისებურება ყოფილა, ასე ეხმიანებოდა 1998 წელს აკაკი ბაქრაძე არმიისადმი უდიერ დამოკიდებულებას.

"ისევ სასხვათაშორისოდ კეთდება ეს საქმე, ისევ მიტინგებით ფიქრობენ მოგებას, ისევ ხალხთა ძმობის ზღაპრების მოყოლა გრძელდება. ამგვარ საქმიანობას, როგორც წესი, ყოველთვის საქართველოს საბედისწერო დამარცხება მოაქვს" ვკითხულობთ მის წერილში, სათაურით - "მთავარია აღვიდგინოთ ღირსება".

დამოუკიდებლობის დღის თეორემა ქართული პოლიტიკური კულტურის მიმოხილვას ეძღვნება, სტუმრებთან ერთად შევეცდებით გავაანალიზოთ სად ვიყავით ამ თვალსაზრისით 1918-1921 წლებში და სად ვართ ახლა, რა დავკარგეთ საბჭოთა ოკუპაციის შედეგად, და რისი დაკარგვის საფრთხის წინაშე ვდგავართ დღეს.

გადაცემის სტუმრები: გიორგი კეკელიძე, გიგა ზედანია, გიორგი კანდელაკი, გოგი ხოშტარია.

კომენტარები