სასჯელაღსრულების სამინისტრო

სუბარი: გადადგომის თხოვნით პრემიერს სამჯერ მივმართე

სოზარ სუბარი

სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, გადადგომის შესახებ განცხადება 3-ჯერ დაწერა. როგორც სუბარმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, 2-ჯერ ასეთი თხოვნით ბიძინა ივანიშვილს, მესამედ კი, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა.

”მე პირადად ორჯერ მივმართე ბიძინა ივანიშვილს მისი პრემიერმინისტრობის დროს გადადგომის თხოვნით და ერთხელ ამჟამინდელ პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

კითხვაზე, თუ როდის მიმართა მან გადადგომის თხოვნით ღარიბაშვილს, სუბარმა აღნიშნა, რომ “დიდი ხნის წინ”.

კომენტარები