ალასანია: ბუნებრივია, ჯაზ-გუნდებისთვის ვიოლინოების პარტიას ვერ მოვითხოვდი

აშშ-ში საერთაშორისო ფორუმზე, როდესაც რუსეთის აგრესიის მიმართ NATO-ს პასუხის შესახებ ვსაუბრობდით, აბსოლუტურად ლოგიკური იყო, მეთქვა, რომ თუ ამ შემოტევისთვის სერიოზული პასუხის გაცემა სურთ, აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო შემაკავებლების განთავსება უნდა დაიწყონ. მე, როგორც თავდაცვის მინისტრი, შეიარაღებას ვითხოვ და ეს ჩვენი შესაძლებლობების შესაბამისად ეტაპობრივად უნდა გაკეთდეს. მე, ბუნებრივია, ჩვენი ჯაზ-გუნდებისთვის ვიოლინოების პარტიას ვერ მოვითხოვდი. ჩემი საქმე თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაა. შეიძლება, ჩვენი გუნდის ზოგიერთ  წევრსაც ბოლომდე არ აქვს გააზრებული ის საფრთხე, რომლის წინაშეც ევროპა, მათ შორის ჩვენ ვდგავართ.

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საქართველოში თავდაცვითი საშუალებების განთავსების საკითხზე გაკეთებული განცხადების გამო, კოალიციის წევრების მიერ გამოთქმულ კრიტიკას თოქ-შოუ რეაქციაში უპასუხა.

კომენტარები