კრიზისი უკრაინაში

პრორუსი აქტივისტები ოდესაში მილიციის მთავარი სამმართველოს ბლოკირებას ცდილობენ

AFP


პრორუსი აქტივისტები ოდესაში მილიციის მთავარი სამმართველოს ბლოკირებას ცდილობენ. შენობასთან ასობით ადამიანია შეკრებილი, ისინი თანამებრძოლების გათავისუფლებას ითხოვენ, რომელიც პარასკევს მომხდარი არეულობის შედეგად დააკავეს. 50-მდე დაღუპულს შორის ძირითადად რუსი ინტერვენტები არიან.

პრემიერმინისტრმა არსენი იაცენიუკმა კი ოდესაში ადამიანთა დაღუპვაში უკრაინის უსაფრთხოების ძალები დაადანაშაულა. მისი თქმით, საჭიროა სრული, ამომწურავი და დამოუკიდებელი გამოძიება. ხოლო არეულობის პროვოკაციაში იაცენიუკმა რუსეთსა და პრორუს აქტივისტებს დასდო ბრალი, რომელთაც უკრაინის განადგურება სურთ.

"ჩვენ გვესმის, რომ უსაფრთხოების ძალები არიან არაეფექტურები და მათ დაარღვიეს კანონი. პროკურატურამ დაიწყო გამოძიება. პირადად მე ვადანაშაულებ უსაფრთხოების ძალებსა და სამართალდამცველებს, რომ არაფერი გააკეთეს არეულობის შესაჩერებლად", - თქვა იაცენიუკმა.

ოდესაში პროფკავშირების სახლს ცეცხლი ანტიმაიდნისა და მაიდნის აქტივისტთა დაპირისპირების შედეგად გაუჩნდა. პრორუსი მომიტინგეები შენობაში  ჩაკეტილები აღმოჩნდნენ და სხვადასხვა მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ. მანამდე ოდესაში შეტაკებები ტაძრის მოედანზე დაიწყო და კულიკოვოს ველზე გადაინაცვლა, სადაც უკრაინის ერთიანობის მომხრეებმა სეპარატისტების კარვები დაშალეს, შემდეგ კი პრორუსმა აქტივისტებმა თავი პროფკავშირების შენობას შეაფარეს. უკრაინული მედიის ცნობით,  ხანძრის შედეგად 50-მდე ადამიანი დაიღუპა. საავადმყოფოებს 170-ზე მეტმა დაშავებულმა მიმართა. სამართალდამცველებმა 160-მდე პირი დააკავეს.

კომენტარები