NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
რასიზმი ფეხბურთში

"ჩვენ ყველანი მაიმუნები ვართ" - აქცია დანი ალვეშის მხარდასაჭერად

სამშაბათი, 29 აპრილი, 2014 - 20:00
http://www.dailymail.co.uk/
tbl.ge/4zb
დაკოპირდა
http://sportscabal.com/
http://www.dailymail.co.uk/
http://www.dailymail.co.uk/
http://www.dailymail.co.uk/
http://www.dailymail.co.uk/
http://www.dailymail.co.uk/
http://www.dailymail.co.uk/
http://www.dailymail.co.uk/

ესპანური ლა ლიგა-ს მატჩის დროს, რომელშიც ერთმანეთს ვილიარეალი და ბარსელონა ხვდებოდნენ, კატალონიური კლუბის მცველს, დანიელ ალვეშს, ვილიარეალის გულშემატკივარმა ბანანი ესროლა.

რასიზმის ასეთი ფორმით გამოვლინება სხვადასხვა ქვეყნის სტადიონებზე უცხო არ არის და თუმცა, UEFA ბოლო პერიოდში ასეთი ფაქტების აღსაკვეთად განსაკუთრებით დიდ ძალებს არ იშურებს, განსხვავებული კანის ფერის ფეხბურთელების მიმართ შეურაცხყოფის ფაქტები მაინც ფიქსირდება.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ალვეში კუთხურის ჩასაწოდებლად ემზადებოდა. ამ ისტორიაში განსაკუთრებული ის არის, რომ ბრაზილიელმა მისი მისამართით ნასროლი ბანანი აიღო, მიირთვა, შემდეგ კი კუთხური მოაწოდა.

შეხვედრის შემდეგ, დანი ალვეშის მხარდასაჭერად მისმა თანაგუნდელმა ნეიმარმა, სოციალურ ქსელ ტვიტერში ფოტო ატვირთა, სადაც ბანანით ხელშია გამოსახული, ქვემოთ კი მიაწერა: "ჩვენ ყველანი მაიმუნები ვართ". მოგვიანებით, ასევე მოიქცა ფეხბურთელის მეგობარი გოგონაც, შემდეგ კი წყვილს ძალიან ბევრმა ფეხბურთელმა მიბაძა.

ბანანით ხელში ფოტოები გამოაქვეყნეს არგენტინელმა სერხიო აგუერომ და ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მარტამ, ქვემოთ კი მიაწერეს: "არა რასიზმს! ჩვენ ყველანი თანასწორნი ვართ".

ჩელსის ტრიომ ოსკარმა, დავიდ ლუიზმა და ვილიანმა, სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე მოკლე ვიდეო ატვირთეს თაგით - "ნულოვანი დისკრიმინაცია". მოგვიანებით, ტოტენჰემელმა მუსა დემბელემ და ნასერ ჩადლიმ გადაიღეს მსგავსი ფოტოები, შემდეგ კი ასევე მოიქცა ბრაზილიელი ჰალკი. 

საინტერესოა, რომ რასიზმის გამოვლინება დაგმო ურუგვაელმა ლუის სუარესმა, რომელსაც განსხვავებული კანის ფერის მქონე ფეხბურთელების მიმართ აგრესიულ მოპყრობაში ხშირად ადანაშაულებენ ხოლმე. სუარესმა ფოტო კოუტინიოსთან ერთად გადაიღო.

დანი ალვეშის მხარდასაჭერად, იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ, ფოტო იტალიის პრემიერთან, მატეო რენცისთან ერთად გადაიღო.

აღსანიშნავია, რომ ინციდენტისას ბარსელონა ანგარიშით 2:1 აგებდა, შემდეგ კი სწორედ დანი ალვეშის დიდი დამსახურებით, 3:2 გამარჯვება მოახერხა.

ვილიარეალის ხელმძღვანელობამ უკვე დაადგინა რასისტი გულშემატკივრის ვინაობა, რომელსაც უმკაცრესი სასჯელი დაეკისრება.

ალვეშირასიზმინეიმარიჰალკირასიზმი ფეხბურთში

ამავე თემაზე

  • სამშაბათი, 19 სექტემბერი, 2017 - 18:02მანჩესტერის ფანების ლუკაკუსადმი მიძღვნილ სიმღერას "რასისტულს" უწოდებენ

კომენტარები

ბოლო სიახლეები

საქართველო აშშ-ს თავდაცვის აქტში: რუსულ-ჩინური დაზვერვა და პოლიტპატიმრები
ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 - 21:25

საქართველო აშშ-ს თავდაცვის აქტში: რუსულ-ჩინური დაზვერვა და პოლიტპატიმრები

"გრიგოლ ლილუაშვილს ქრთამის აღებაში ეხმარებოდა" - ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა
ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 - 20:33

"გრიგოლ ლილუაშვილს ქრთამის აღებაში ეხმარებოდა" - ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა

ყულევის ნავთობქარხანას ტრანზაქციები 6 თვეში აეკრძალება, თუ EU-ს პირობები არ შესრულდება
ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 - 20:22

ყულევის ნავთობქარხანას ტრანზაქციები 6 თვეში აეკრძალება, თუ EU-ს პირობები არ შესრულდება

რუსეთის წინააღმდეგ EU-ს ახალი სანქციები საქართველოში მოქმედ კრიპტოპლატფორმებსაც შეეხო
ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 - 20:22

რუსეთის წინააღმდეგ EU-ს ახალი სანქციები საქართველოში მოქმედ კრიპტოპლატფორმებსაც შეეხო

"იარაღი გაფორმებული ჰქონდა" - რას ჰყვება 4 ადამიანის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის დედა
ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 - 18:47

"იარაღი გაფორმებული ჰქონდა" - რას ჰყვება 4 ადამიანის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის დედა

ყველაზე კითხვადი

"ამპუტირებული აქვს თითი" – კლინიკაში რჩება პირი, რომელმაც ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა
1"ამპუტირებული აქვს თითი" – კლინიკაში რჩება პირი, რომელმაც ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა
2რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება 4 თვით შეიზღუდება – ალტერნატიული მარშრუტები
3გენერალი კეინის თქმით, უკრაინულმა F-16-მა რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო
4ზატულინი გიორგი ჭიღლაძეზე: დაუსჯელობა საქართველოში რუსების მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
5Facebook პოსტის გამო, ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕