რელიგია

მანანა კობახიძე: ეკლესიამ უნდა თქვას, რომ ჰომოსექსუალობა არის ცოდვა

მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო. წეღან მამაომ ბრძანა, თუ ჩემი უფლება დაირღვევა, ვინ დაიცავსო. დავიცავთ, მამაო, ნამდვილად თქვენს უფლებას, თუ კი ამ კანონის მიღების შემდეგ, თქვენ დაგემუქრებათ რაიმე, იმის გამო, რომ თქვენ იქადაგეთ და თქვით, რომ ეს [ჰომოსექსუალობა] არის ცოდვა. ეკლესიამ უნდა თქვას, რომ ეს [ჰომოსექსუალობა] არის ცოდვა და ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეკლესიამ ეს არ თქვას. იმიტომ რომ ეს არის სწორედ რომ ეკლესიის იმ სწავლების, სახარების, ბიბლიის იმ წმიდა წერილების, დანაწესი და თქვენ ეს საქმე უნდა აკეთოთ

განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა, მანანა კობახიძემ, საკანონმდებლო ორგანოს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც ანტიდისკრიმინაციულ კანონს იხილავენ მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად.

კომენტარები