ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარე პასუხისგებაში მისცეს

geonews.ge

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარე იასონ ჭუმბურიძე პასუხისგებაში მისცეს. ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ 2011 წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და შპს მანგს შორის, ჭიათურაში მდებარე კლდის ქვათაცვენის სალიკვიდაციო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით,  სახელმწიფო შესყიდვის რამდენიმე ხელშეკრულება გაფორმდა. ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარემ, იასონ ჭუმბურიძემ  მასზე დაკისრებული მოვალეობები გულგრილად და არაჯეროვნად შეასრულა , რაც  იმაში გამოიხატა, რომ შესრულებული სამუშაოების ნამდვილობა და ხარისხი არ შეამოწმა, რითაც უჩა ღვინჯილიას მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და 423 465 ლარის მიითვისებას შეუწყო ხელი“,-ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მიმდინარეობს. 

კომენტარები