დავით ნარმანია

ივანიშვილი: დიდი ალბათობით, პირველივე ტურში ნარმანია გაიმარჯვებს

ბიძინა ივანიშვილი
Артема Голощапова / Forbes

არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის დამფუძნებელსა და ყოფილი პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს კვლავ მიაჩნია, რომ დავით ნარმანია თბილისის "ძალიან კარგი მერი იქნება." აღნიშნულის შესახებ მან ტელეკომპანია იმედის ეთერში, გადაცემაში პოლიტიკის დრო ისაუბრა. 

“როგორც ადრე, ისევ მიმაჩნია, რომ ნარმანია იქნება ქალაქის ძალიან კარგი მერი. მას ყველა თვისება გააჩნია, რომ ქალაქს გაუძღვეს. ის არის ძალიან კარგი ადამიანი, პროფესიონალი, მეცნიერიცაა, ეკონომიკა კარგად იცის და კარგი მენეჯერია. ყველა თვისება აქვს, რომ კარგი მერი იყოს. ამავდროულად არ უნდა დაგვავიწყდეს მეორე მხარეც - ძალიან სუსტია საპარლამენტო და გარე ოპოზიცია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პირველსავე ტურში, დიდი ალბათობით, გაიმარჯვებს ნარმანია”, - აღნიშნა ივანიშვილმა.









 

















კომენტარები