ბატონო დავით, (მივართავ დავით უსუფაშვილს), ჩვენ ხომ ჯერ იმ ასაკში ვართ ორივე, რომ არ შეიძლება, არ გვახსოვდეს, რას ვაკეთებდით ერთად? ან როგორ ვებრძოდით უსამართლობას? მაშინ, იმ პერიოდში, კერძო სექტორიდან ვინმე ბედავდა იმის გაკეთებას? მაშინ შიში შენიშნე, დათო, ჩემს თვალებში? ხომ არა? ჰოდა, არც ახლა მეშინია, რომ ვთქვა, რასაც ვფიქრობ. აქამდეც ბევრი მოხდა ისეთი, რისთვისაც ღირდა ხმის ამოღება, მაგრამ ”ვაცლიდი" ახალ ხელისუფლებას, კრიჭაში არ ვედექი, ველოდებოდი და აღარ მსურს დალოდება, იმიტომ, რომ რაც მე ჩემი თვალით ვნახე, ეს არასოდეს ყოფილა ჩემი ოცნება, არც ჩემი და არც სხვა რომელიმე ადამიანის, რომელსაც მე ვიცნობ. რა შეიცვალა მას შემდეგ რაც ჩვენ აღარ შევხვედრივართ, რამე ისეთი მოხდა, რაც მე ვერ შევნიშნე? ხომ მოგწერეს წერილი ამ საერთაშორისო კომპანიიდან, და მერე რა მოხდა, კერძო პარტიულმა ინტერესებმა გაიმარჯვა? კარგი, შესაძლოა, მაგრამ იქნებ ახლაც ერთად ვებრძოლოთ ამ სენს, ამ ავადმყოფობას, ღირებულება დაკარგულ პარტიულებს.
ცქიტიშვილი უსუფაშვილს: რა მოხდა, კერძო პარტიულმა ინტერესებმა გაიმარჯვა?
tbl.ge/ybf
დაკოპირდა

შპს IPM მონიტორინგის დამფუძნებელი და შპს TV MR საქართველოს პარტნიორი გოჩა ცქიტიშვილი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე დავით უსუფაშვილს მიმართავს.




