ფოკუსი

წინასაარჩევნო მდგომარეობა

2014 წლის 15 ივნისს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება - 12 ქალაქი მერს პირდაპირი წესით აირჩევს. წელსვე საქართველოს ხელისუფლება გეგმავს ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, სექტემბერში დაგეგმილ ნატოს უელსის სამიტზე კი ამ ორგანიზაციაში ინტეგრაციის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას ელიან.
რა გამოწვევების წინაშე დგას წინასაარჩევნოდ საქართველო და რა არის ხელისუფლების პასუხი ოპოზიციის ბრალდებებსა და საერთაშორისო თანამეგობრობის წუხილზე პოლიტიკური დევნის შესახებ.
ამ თემებთან დაკავშირებით ფოკუსის სტუმარი ზვიად ძიძიგურია. გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენს კითხვებს ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი კანდელაკი პასუხობს, ხოლო მესამე ნაწილში არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები კახა კუკავა და ირაკლი ჭყოიძე.

კომენტარები