რუსი პოლიტოლოგები

რუსი პოლიტოლოგი საქართველოს კვიპროსის მაგალითის გამოყენებას ურჩევს

რუსეთი და საქართველო უნდა შეთანხმდნენ, რომ პრობლემა, რომლის გადაჭრასაც ვერ ახერხებენ, დროებით გვერდზე გადადონ, - ამბობს სტრატეგიული და პოლიტიკური კვლევების ცენტრის პრეზიდენტი ვიტალი ნაუმკინი.

ნაუმკინის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთი საქართველოს პოზიციას სცნობს და მის შეცვლას არ შეეცდება, ასევე საქართველო არ უნდა შეეცადოს სტატუსკვოს ცვლილებას. არსებობს თურქების მიერ დაარსებული ჩრდილოეთ კვიპროსი, მას არავინ სცნობს, მაგრამ კვიპროსი მის წინააღმდეგ ომს არ იწყებს“, - აღნიშნავს ნაუმკინი.

პრაიმტაიმის პრესკლუბში რუსმა და ქართველმა პოლიტოლოგებმა რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით გამართული კონფერენციის შედეგები შეაჯამეს.

კომენტარები