საქართველოს პრემიერმინისტრი

პრემიერი: წინა ხელისუფლების დროს ქვეყანაში დემოკრატია არ იყო

პრემიერი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

კოლუმბიის უნივერსიტეტში გამოსვლისას, პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს ნაციონალური მოძრაობის შეფასება სთხოვეს.

"თქვენ პროგრესზე საუბრობთ, რომელსაც საქართველომ ბოლო 10 წლის განმავლობაში მიაღწია. როგორც ჩანს, მთელი თუ არა, უმეტესობა ამ პროგრესის სააკაშვილის ხელისუფლების მიღწევაა. როგორც ჩანს, თქვენი მთავრობა ამ პოლიტიკურ პარტიას არ აღიარებს ლეგიტიმურ ოპოზიციურ ძალად. მისი ბევრი წევრი ამ მომენტისთვის დაკავებულია. გთხოვთ, შეაფასოთ თქვენი შეხედულება ამ ოპოზიციური პარტიის მიმართ", - სთხოვეს პრემიერს.

ღარიბაშვილმა შეკითხვას შემდეგნაირად უპასუხა:

"იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მომავალზე ორიენტირებული მთავრობა ვართ, არ მსურდა დრო დამეხარჯა წარსულზე საუბარში. ხალხმა არჩევანი უკვე გააკეთა და მათ ხმა ქართულ ოცნებას მისცეს, რადგან სჯეროდათ, რომ ეს ერთადერთი გზა იყო, რითიც ქვეყანაში დემოკრატიას გადაარჩენდნენ. ხაზს ვუსვამ, დემოკრატიას გადაარჩენდნენ ქვეყანაში, რადგან ის დემოკრატია არ იყო. განსაკუთრებით, თუ გავიხსენებთ, როგორ არბევდნენ ისინი მშვიდობიან მანიფესტაციებს გასულ წლებში. მინდა შეგახსენოთ, რომ თბილისში 5 ადამიანი დაიღუპა 2011 წლის 26 მაისს მშვიდობიანი აქციის სასტიკად დარბევისას. აქციის 100-ზე მეტი მონაწილე კი დააპატიმრეს და აწამეს. თქვენ მკითხეთ მთავრობის ყოფილ მაღალჩინოსნებზე. ზოგიერთი მათგანი გაასამართლეს და ჩემს მთავრობას ამის ლეგიტიმური მიზეზი ჰქონდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ გამჭვირვალობამ, არსებულმა მტკიცებულებებმა და კანონის უზენაესობამ მიგვიყვანა ყველა ამ საქმესთან. თუ დამისახელებთ რომელიმე საქმეს, სადაც ეს სამი ელემენტი არ გვხვდება, მაშინ ბოდიშს მოვიხდი. თუმცა, გარანტიას გაძლევთ, რომ თითოეული ამ საქმის გამოძიება უაღრესად გამჭვირვალედ მიმდინარეობს", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები