უკრაინა

ყირიმის პარლამენტმა რეგიონის სტატუსზე რეფერენდუმი დანიშნა

ყირიმის უმაღლესმა რადამ, რომლის შენობაც დღეს შეიარაღებულმა პირებმა დაიკავეს, გადაწყვეტილება მიიღო რეგიონის სტატუსის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე. რეფერენდუმი 25 მაისს, უკრაინაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დღეს უნდა გაიმართოს.

რეფერენდუმზე გამოტანილი იქნება კითხვა: „ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკას გააჩნია სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა („самостоятельность") და შედის უკრაინის შემადგენლობაში", პასუხების ვარიანტებია - „დიახ" ან „არა".

ავტონომიის საკანონმდებლო ორგანომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება მოქმედი პრემიერმინისტრის გადაყენებისა და მთავრობის დათხოვნის, ასევე ახალი პრემიერის დამტკიცების შესახებ. ახალ პრემიერმინისტრად დეპუტატი, ორგანიზაცია „რუსული ერთობის" ლიდერი სერგეი აქსენოვი აირჩიეს.

პარლამენტის სესია პრორუსული შეიარაღებული დაჯგუფების მიერ დაკავებულ პარლამენტის შენობაში მიმდინარეობდა, რომლის თავზეც რუსეთის დროშა არის აღმართული. უკრაინული სააგენტოების ცნობთ, შენობაში დეპუტატებს შეიარაღებულმა პირებმა კავშირგაბმულობის საშუალებები ჩამოართვეს.

კომენტარები