კეზერაშვილის ექსტრადიცია

ფრანგულმა სასამართლომ კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადიციაზე უარი განაცხადა

AFP.com

საფრანგეთის სასამართლომ კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადიციაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. დამატებით დეტალებს ტაბულა მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

დავით კეზერაშვილი ქართული მხარის მოთხოვნით 15 ოქტომბერს საფრანგეთში დააკავეს, როცა ის ნიცის აეროპორტიდან ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიემგზავრებოდა. 2 თებერვალს კი საფრანგეთის სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა. საქართველოში დავით კეზერაშვილს ბრალი სისხლის სამართლის 2 საქმეზე აქვს წაყენებული, რომელთა განხილვაც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. პროკურატურა მას ე.წ. სპირტის კონტრაბანდას ედავება. ტელეკომპანია იმედის გასხვისების საქმეზე კი, კეზერაშვილი გიგი უგულავასთან ერთად არის ბრალდებული.

კომენტარები