ვანო მერაბიშვილის პროცესი

26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილს განაჩენს დღეს გამოუტანენ

Reuters

26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილს განაჩენს დღეს, 15:00 საათზე გამოუტანენ. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის განხილვა დასრულებულია.
"გთხოვთ გამოიტანოთ გამამტყუნებელი განაჩენი და შექმნათ პრეცედენტი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ამ განაჩენს ელოდება ათასობით ადამიანი", - განაცხადა პროკურორმა ნათია მეზვრიშვილმა გუშინ დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის წარდგენის შემდეგ.
პროკურორმა ნათია მეზვრიშვილმა თქვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით უნდა შეიქმნას პრეცედენტი, რომ ვერცერთმა სხვა ხელისუფლებამ საკუთარი ხალხის მიმართ ძალის გამოყენება ვეღარ შეძლოს.
"გაცვდა რუსეთის თემით მანიპულირება და იმაზე საუბარი, რომ მომიტინგეები მოძალადეები იყვნენ და 26 მაისს არ მომხდარა მიტინგის დაშლა. ეს იყო თანამემამულეების ალყაში მოქცევა, დარბევა და მასობრივი დაკავება. სასამართლოს ნუ დაავიწყდება, რომ როდესაც ვანო მერაბიშვილმა გასცა ალყაში მოქცევის ბრძანება, მისი მიზანი იყო, მომიტინგეებს სურვილი აღარ გასჩენოდათ აქციების განახლების", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
ვანო მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით კი, იგი გაცვეთილად ნამდვილად ვერ შეაფასებდა რუსეთის თემას და მომიტინგეებიდან ძალადობრივ ქმედებას.
"ის, რომ აღლუმი არ უნდა ჩატარებულიყო და მომიტინგეები მის ხელის შეშლას ცდილობდნენ, ეს თემა ვერასოდეს გაცვდება. 26 მაისს ადგილი ჰქონდა დესტაბილიზაციის მცდელობას", - განაცხადა ადვოკატმა.
26 მაისის საქმეზე წარდგენილი ბრალდებების დადასტურების შემთხვევაში, ვანო მერაბიშვილს 8-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები