გიორგი ონიანის საქმე

პროკურატურა: გიორგი ონიანი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

საქართველოს პროკურატურა
facebook.com/OfficialPOG

თბილისის შს მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ონიანი, გ. ჩაფიძის სახელობის კარდიოლოგიური კლინიკის დასკვნით, სრულიად ჯანმრთელია. აღნიშნულის შესახებ მთავარი პროკურატურა იტყობინება. ონიანი გადაყვანილია წინასწარი დაკავების იზოლატორში.

"შეგახსენებთ, რომ გ. ონიანი საავადმყოფოში, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან წუხელ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიყვანეს, სადაც მას სრულფასოვანი გამოკვლევა ჩაუტარდა. ექიმების განცხადებით, ანალიზების საფუძველზე დადგინდა, რომ მას გულის შეტევა არ ჰქონია და მის ჯანმრთელობას არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა. ამჟამად, გ. ონიანი გადაყვანილია წინასწარი დაკავების იზოლატორში", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები