არეულობა უკრაინაში

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ის გადადგომას არ აპირებს

ვიქტორ იანუკოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ის გადადგომას არ აპირებს და ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს თავად წარმართავს.

იანუკოვიჩის თქმით, უკრაინის ოპოზიცია მას XX საუკუნის 30-იან წლებში ნაცისტების გერმანიაში გამოჩენას ახსენებს.

”ის რაც დღეს უკრაინაში ხდება, 30-იან წლებში გერმანიასა და ავსტრიაში მოხდა. დღეს ჩვენს ქვეყანაში ნაცისტები მთავრობაში მოსვლას ცდილობენ. ყველაფერი მეორდება. როგორც მაშინ იკრძალებოდა რაღაცეები, ახლა ოპოზიცია ცდილობს აკრძალოს კომუნისტური პარტია, რეგიონების პარტია, ცდილობს იარლიყები მიაკეროს ხალხს. ისინი ქუჩაში დასდევენ და ცემენ ადამიანებ, წვავენ სახლებს” - განაცხადა იანუკოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იანუკოვიჩი გადადგა, თუმცა თავად უკრაინის პრეზიდენტმა ეს ინფორმაცია უარყო. 

კომენტარები