სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

საქართველოს მთავრობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაამტკიცა

mrdi.gov.ge

საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაამტკიცა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას თქმით, პროგრამის მოცულობა 50 მილიონი ლარია, საიდანაც სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროქტების დასაფინანსებლად, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს თანხა გამოეყოფა.

“ჩვენი სამინისტროს თანამშრომლები მუნიციპალიტეტებში იმყოფებიან და მიმდინარეობს ტრენინგები სოფლის რწმუნებულებისთვის, რათა პროგრამის სწორად ადმინისტრირება მოხდეს. შემდეგ დაიწყება სოფლის კრებები, რომლის ფარგლებშიც შეგროვდება ინფორმაცია ამა თუ იმ სოფელში აუცილებლად განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ. მოვუწოდებთ სოფლის მოსახლეობას, მაქსიმალურად აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში, რათა დაფინასდეს იმ პრობლემების მოგვარება, რაც მათ აწუხებთ თავიანთ სოფლებში”, - განაცხადა ნარმანიამ.

მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ პირებსაც სთხოვს, აქტიურად ჩაერთონ პროგრამის მონიტორინგის პროცესში.

კომენტარები