
”გსურთ ვალენტინობის დღეს ფილმი ნახოთ? ბოდიში, მაგრამ თქვენ-ცალკე ჯდომა მოგიწევთ. ამ დროს თქვენი სიყვარული უფრო გაძლიერდება” - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ჩინეთში ”ერთი ბავშვის” პოლიტიკისა და იმის გამო, რომ მამრობითი სქესის შვილს ანიჭებენ უპირატესობას, ქვეყანაში კაცები ქალებზე 34 მილიონით მეტნი არიან. 1990 წლიდან ქვეყანაში 11 ნოემბერს მარტოხელა ხალხის დღე აღინიშნება.
აქციის ორგანიზატორი რომელის საკუთარ თავს ”კომპიუტერის ნერდს” უწოდებს წერს, რომ ის უბრალოდ მარტოხელა ადამიანებისთვის კარგი საქმის გაკეთებას აპირებდა. მისი განცხადებით მას სურდა კინოთეატრში ყველა ბილეთი ეყიდა, თუმცა კინოთეატრის ადმინისტრაციამ უარი უთხრა.




