NATO-საქართველო

ალასანია: NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩართვას აშშ დაასპონსორებს

facebook.com/alasaniairakli

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას თქმით, NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებში საქართველოს ჩართვას ამერიკის შეერთებული შტატები დაასპონსორებს.

ალასანიას თქმით, სწრაფი რეაგირების ძალების ნაწილი ქართული მხარე 2015 წლიდან გახდება.

"უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების ნაწილი 2015 წლიდან და სპონსორი სახელმწიფო უკვე შეირჩა, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენ გავაგრძელებთ მუდმივ მზადყოფნას NATO-ს სამხედროებთან, რომ კრიზისების შემთხვევაში სწრაფი რეაგირება განვახორციელოთ. ეს უკვე ნიშნავს, რომ ჩვენი თანამშრომლობა ახალ საფეხურზე ავიდა", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები