უსაფრთხოების საბჭო

ღარიბაშვილი: უშიშროების საბჭოში უფრო კონცეპტუალური საკითხებია წინა პლანზე

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/irakli.garibashvili.96

არაფრის დუბლირება არ ხდება - ჩვენ გადავწყვიტეთ შევქმნათ უსაფრთხოების საბჭო, რომელიც იმუშავებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, უშიშროების საბჭოსგან უსაფრთხოების საბჭო იმით განსხვავდება, რომ უშიშროების საბჭოში "უფრო კონცეპტუალური საკითხებია წინა პლანზე წამოწეული".

ირაკლი ღარიბაშვილი თქმით, უსაფრთხოების საბჭო პრემიერის სათათბირო ორგანო იქნება. "ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში არსებობს კრიზისის სამართავი ცენტრი და კოორდინირებული მუშაობა კრიზისის დროს. 2008 წლის ომის დროს ბრალდებული უგულავა გასცემდა ბრძანებებს, კერზერაშვილი სად იყო, არავინ იცის,  სააკაშვილი კი ნახეთ, სად დადიოდა და სად იყო. ყველაფერი იყო ბუტაფორიული. ჩვენ გადვწყვიტეთ შევქმნათ უსაფრთხოების საბჭო, რომელიც იმუშავებს ეროვნული უსაფრთხოების საკითებზე. ბრიტანეთი, გერმანია, ამერიკა გვეხმარება და ეს იქნება კრიზისების სამართავი ცენტრი", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები