ამერიკელი კონგრესმენების წერილი

ღარიბაშვილი კონგრესმენების წერილზე: ეს არის გაგრძელება ჩვენი პოლიტიკის

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/irakli.garibashvili.96

ეს არის გაგრძელება და ერთგვარი შედეგი ჩვენს მიერ წარმოებული პოლიტიკის. ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელი კონგრესმენების წერილს, სადაც ისინი ამერიკის სახელმწიფო მდივანს NATO-ს გაფართოებისკენ მოუწოდებენ და საქართველოს მხარდაჭერას უცხადებენ.

"კონგრესმენები, ბუნებრივია, აკვირდებიან და სწავლობენ საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებულპოლიტიკას და შედეგებს გასულ წელს და ეს არის გარკვეული ლოგიკური შედეგი. იცით, რომ მანამდე მე მქონდა შეხვედრა, გასულ წელს ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა, წელსაც - ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობა ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ახალი ხელისუფლებისადმი", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა კონგრესმენებმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჯონ ქერის NATO-ს 2014 წლის სამიტთან დაკავშირებით წერილით მიმართეს. ისინი მიესალმებიან აშშ-ის ძალისხმევას, აღნიშნულ სამიტზე NATO-ს გაფართოების პერსპექტივა პრიორიტეტად გახადოს. ინფორმაცია კონგრესმენების მიმართვის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

კონგრესმენებმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მოუწოდეს, გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა NATO-ს ასპირანტ ქვეყნებთან, კერძოდ, საქართველოსთან, მაკედონიასთან, მონტენეგროსა დ აბოსნია-ჰერცეგოვინასთან, ასევე, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან, რომლებსაც აშშ-სა და NATO-სთან ახლო ურთიერთობების დამყარება სურთ.

კომენტარები