შეტაკება უკრაინაში

ტორბიორნ იაგლანდი დღეს უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს სოჭში შეხვდება

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი დღეს უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს სოჭში შეხვდება. ევროსაბჭოს ინფორმაციით, განსახილველი თემები იქნება კონსტიტუციური რეფორმა, საარჩევნო კანონი და იაგლანდის მიერ შექმნილი საგამოძიებო საკონსულტაციო საბჭო, რომელიც გამოძიებს უკრაინაში დემონსტრაციისას მომხდარ ძალადობრივ შეტაკებებს.

ევროსაბჭოს ცნობით, საგამოძიებო საკონსულტაციო საბჭოს წევრი იქნება ვლადიმირ ბუტკევიჩი, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა.

კომენტარები