უკრაინის მხარდამჭერი აქცია

ზუგდიდში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

Wikipedia Commons

ზუგდიდში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციაზე დაახლოებით 50 მოქალაქე შეიკრიბა. აქციის მონაწილეები მხარს უჭერენ უკრაინის ევროპული ორგანიზაციებისკენ წინსვლას და გმობენ იანუკოვიჩის მთავრობის ქმედებებს. 

„ეს აქცია იყო თვითონ მოქალაქეების ინიციატივა, ჩვენ მხარს ვუჭერთ და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს, გამძლეობას ვუსურვებთ მათ და ვთვლით რომ ის პროცესები რაც უკრაინაში ხდება ძალიან მნიშვლელოვანია არამხოლოდ უკრაინისთვის არამედ დემოკრატიული სამყაროსთვის" - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ 

 

კომენტარები