არეულობა უკრაინაში

უკრაინის ბირთვული ობიექტები დაცვის სპეციალურ რეჟიმზე გადავლენ

wikipedia.org

უკრაინის ენერგეტიკისა და ქვანახშირის მრეწველობის მინისტრის, ედურარდ სტავიცკის განცხადებით, როვენსკის ატომური ელექტრო სადგურის მახლობლად, რადიკალების მხრიდან პირველი მართლსაწინააღმდეგო ქმედებები დაიწყო.

სტავიცკიმ განკარგულება გასცა, ქვეყნის ყველა ბირთვული ობიექტი დაცვის სპეციალურ რეჟიმზე გადავიდეს, ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი ავრცელებს.

"ვავალებ, ბირთვული ობიექტები გადაყვანილ იქნას სპეციალურ დაცვის რეჟიმზე. სინამდვილეში, ეს ტერორისტების ბანდაა," - განაცხადა ედუარდ სტავიცკიმ.

 

კომენტარები