უსაფრთხოების საბჭოს შექმნა

კალაძე: უსაფრთხოების საბჭოს შექმნა პრემიერის უკეთესად ინფორმირებას ემსახურება

კახა კალაძე
დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, პრემიერმინისტრთან არსებული უსაფრთხოების საბჭოს შექმნა პრემიერმინისტრისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებას ემსახურება.

ენერგეტიკის მინისტრის თქმით, მას არ ჰგონია, რომ უსაფრთხოების საბჭო უშიშროების საბჭოს ანალოგიური იქნება.

"მოგეხსენებათ, კონსტიტუციის ცვლილების მერე უშიშროების საბჭო მაინც დარჩა პრეზიდენტთან. ახალი საბჭოს შექმნა უბრალოდ ემსახურება იმას, რომ უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეს პრემიერს და ამასთან დაკავშირებით მოხდა მისი ჩამოყალიბება. ასევე არსებობს ეკონომიკური საბჭო. ეს ყველაფერი იმისთვის გაკეთდა, რომ გამარტივდეს ინვესტიციების შემოსვლა ქვეყანაში და გაუადვილდეთ ბიზნესმენებს საქმიანობა", - განაცხადა კალაძემ.

ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ მოქმედი კანონი და კრიზისების მართვის საბჭოს დებულება ადასტურებს, რომ ამ ორ საბჭოს ერთი და იგივე ფუნქციები აქვთ. 

 

კომენტარები