ფასების ცვლილება მტკივნეულია მოსახლეობისთვის, ვისაც შემოსავლები ლარში, ვალდებულებები კი უცხოურ ვალუტაში აქვთ, თუმცა განსაკუთრებული ცვლილებები ინფლაციის კურთხით მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
როგორც მინისტრმა ბიზნესკურიერში აღნიშნა, ინფლაციის განსაკუთრებულად ზრდის ობიექტური მიზეზები არ არსებობს, რადგან ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები - დაახლოებით 2.8 მილიარდი ლარი, ქმნის შესაძლებლობას, რომ ინფლაცია სრულად გაკონტროლდეს იმ ფარგლებში, რომლებშიც ის დაგეგმილია.
კვირიკაშვილის თქმით, პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს, არანაირად არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ჰიპერინფლაციასა და არაკონტროლირებად გაცვლით კურსზე ვისაუბროთ და ამგვარი პროგნოზების კეთება "აბსოლუტურად უსაფუძვლოა".





