შეტაკებები უკრაინაში

ვიტალი კლიჩკო იანუკოვიჩის რეზიდენციაში იმყოფება

კიევში, დემონსტრანტებსა და ბერკუტს შორის, გრუშევსკის ქუჩაზე,  შეტაკებები კვლავ გრძელდება. უკრაინული მედიის ცნობით, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ვიტალი კლიჩკო ამდოისათვის იანუკოვიჩის რეზიდენციაში იმყოფება. მან პრეზიდენტს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომის დასრულებისკენ და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა. არსებობს შესაძლებლობა, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა მომიტინგეების წინააღმდეგ შტურმი დაიწყონ. 

მიმდინარე სიტუაციას გამოეხმაურა, ევროკავშირის ელჩი უკრაინაში, იან ტომბინსკი. მან დემონსტრანტებს რადიკალური ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სიტუაციის გართულება მხოლოდ მათ აწყობთ ვინც სიტუაციის მშვიდობიანად გადაწყვეტას ეწინააღმდეგება. 

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით დაპირისპირების შედეგად ბერკუტის 40 წევრი დაშავდა. 

 

კომენტარები