ქართველი მოჭიდავეები დოპინგსკანდალში

ქართველ მოჭიდავეებს დოპინგსკანდალის გამო 2-წლიანი დისკვალიფიკაცია ელით

გიორგი ედიშერაშვილი

ქართველი მოჭიდავეები დოპინგსკანდალში გაეხვნენ. თავისუფალი სტილით მოჭიდავე, ევროპის მოქმედი ჩემპიონი გიორგი ედიშერაშვილი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლევან არაბული შესაძლოა საერთაშორისო შეჯიბრებებიდან 2 წლით იქნენ დისკვალიფიცირებულები.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმის, ზურაბ კახაბრიშვილის ცნობით, სპორტსმენებმა ინტერნეტის საშუალებით გარკვეული დანამატები შეიძინეს და სწორედ ეს ნივთიერებები იქნა ნაპოვნი მათ სისხლში. კახაბრიშვილის თქმით, მოჭიდავეები შეცდომაში შეიყვანეს, მათ კი ნაკრების ექიმებს დანამატების მიღების ფაქტი დაუმალეს.

ამ წუთებში სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მინისტრი, ოლიმპიური ნაკრების მთავარ ექიმსა და ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელს ხვდება. სავარაუდოდ, დღესვე სკანდალის შესახებ ოფიციალური განცხადება გაკეთდება.

კომენტარები