ნარკოდანაშაული

ნარკოდანაშაულის ბრალდებით თელავის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

RFE/RL

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთ-ერთი თანამშრომელი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 0,0109 ბუპრენორფინის შემცველი 0,5460 გრ ნარკოტიკული ნივთიერება. ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაკავების მომენტში ბრალდებული მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

შსს-ს განცხადებით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები