ლონდონში თეატრ აპოლოს ჭერის ნაწილი ჩამოინგრა.
ინციდენტის შედეგად 76 ადამიანი დაშავდა, 7-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
მაყურებელი სპექტაკლს ”ძაღლის უცნაური ინციდენტი ღამით” ესწრებოდნენ, როდესაც თვითმხილველების თქმით, ჭერიდან ჯერ წყალმა დაიწყო გამოჟონვა, შემდეგ კი კონსტრუქცია ჩამოინგრა.
ჯერჯერობით უცნობია ჩამონგრევის მიზეზები, თეატრის მეპატრონემ ინციდენტს შოკისმომგვრელი და სამწუხარო უწოდა.





