საქართველო- რუსეთის ურთიერთობა

წულუკიანი: საქართველო ზეწოლის მიუხედავად, რეფორმების გზას გააგრძელებს

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, საქართველო ზეწოლისა და წნეხის მიუხედავად, რეფორმების გზას გააგრძელებს. წულუკიანმა აღნიშნა, რომ რუსეთმა და პუტინმა საქართველო გამოატარა ისეთ ტრაგედიას, როგორიც არის 2008 წლის ომი.

"ამიტომ ჩემთვის გაურკვეველია, რა შეიძლება იყოს კიდევ მეტი წნეხი, რაც ჩვენთვის გამოუცდელია, რისთვისაც ქართველებს ვერ გაუძლია, იმისთვის, რომ ჩვენ თუნდაც ერთი ნაბიჯით გადავუხვიოთ ევროპისაკენ მიმავალ გზას. ზეწოლები და წნეხი იქნება, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ვაგრძელებთ რეფორმებსა და იმ პირობების შესრულებას, რომელმაც ევროკავშირში უნდა შეიყვანოს ჩვენი ქვეყანა", - თქვა წულუკიანმა.

კომენტარები