აქციები უკრაინაში

რადა უკრაინის მთავრობის გადაყენებაზე მრავალათასიანი აქციის ფონზე იმსჯელებს

უკრაინის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია
SERGEI SUPINSKY / AFP PHOTO

უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში დღეს, 3 დეკემბერს, კანონმდებლები მთავრობის გადაყენებაზე იმსჯელებენ. პარალელურად, საპროტესტო აქციის ათასობით მონაწილე უკვე დაიძრა რადას შენობისკენ.

რადასთან საამრთალდამცავები არიან მობილიზებული. უკრაინული გამოცემა Українська правда წერს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ასევე, კიევის ცენტრალურ მოედანთან, პოლიციელთა რაოდენობა მცირეა. გამოცემას ქალაქის პოლიციაში განუცხადეს, რომ რადას შენობასთან მობილიზებულ სამართალდამცავებს თან არ აქვთ სპეცაღჭუვილობა.

თუმცა, KyivPost-ის ცნობით, უკრაინის პარლამენტთან ყველა მისასვლელი სპეცრაზმს აქვს ჩაკეტილი. გამოცემა ამის ამსახველ ფოტოსაც აქვეყნებს.

მინისტრთა კაბინეტის შენობასთან და რადას მიმდებარე ტერიტორიაზე თავმოყრილი აქტივისტები პრემიერმინისტრ აზაროვსა და მის მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებენ.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ევრომაიდანის მონაწილეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდა. უწყების განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოსთან დღეს მოსალოდნენლია პროვოკაციები.

უკრაინაში უკვე რამდენიმე დღეა აქციები მთავრობისა და პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით იმართება. საპროტესტო ტალღის აგორების მიზეზი უკრაინის ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა გახდა.

 

კომენტარები