თბილისის მერობის კანდიდატად ქართული ოცნების მიერ დავით ნარმანიას დასახელებამ აქტუალური გახადა კითხვა - უნდა იყოს თუ არა თბილისის მერი თბილისელი? ქართული ოცნების კანდიდატი ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკიდანაა.
თბილისის მოქმედი მერი გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ აღნიშნული კითხვა არარელევანტურია. "სტერეოტიპები უნდა დაინგრეს. გუშინ ვკითხულობდი განცხადებებს, რომ "აი, თბილისელი არ არის", მე არ ვთვლი, რომ მაინცდამაინც ხოხობთან ერთად დაბადებული ადამიანი უნდა იყოს თბილისის მერი." - თქვა უგულავამ.
როგორია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქების და დიდი ქალაქების მერების წარმომავლობის მაგალითები - ლონდონის მერი ბორის ჯონსონი ნიუ იორკში დაიბადა; პარიზის მერი ბერტრან დელანო ტუნისში; ნიუ იორკის მერი, მაიკლ ბლუმბერგი ბოსტონის ახლოს მდებარე ქალაქში დაიბადა. ეს უკანასკნელი ნიუ იორკის მერად სამჯერ ზედიზედ აირჩიეს.
უნდა იყოს თუ არა თბილისის მერი თბილისელი და რას ნიშნავს, იყოს თბილისელი. ტაბულამ გამვლელთა აზრი გამოიკითხა.




