კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონპროექტი

ოდიშარია: შესაძლოა კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონპროექტი გამოვითხოვოთ

გურამ ოდიშარია არ გამორიცხავს, რომ მომდევნო კვირაში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი პარლამენტიდან გამოითხოვოს. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის თქმით, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი,  რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს. შეხვედრას ეკონომიკის მინისტრის მოადგილეც ესწრებოდა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ყველაზე მეტი პრეტენზია სწორედ ეკონომიკის სამინისტროს მიმართ გამოთქვეს.  სწორედ კვიტაშვილის უწყების ინიციატივითაა პარლამენტში შესული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც შესაძლოა 6 319 ძეგლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მოეხსნას.

"ჩვენ იმიტომ მოვედით, რომ საზოგადოების აზრი რეალურად იყოს გათვალისწინებული ქვეყნის მართვაში. შესაძლებელია გამოვითხოვოთ რა თქმა უნდა, დღესაც ვთქვი რომ ეგ პრობლემა არ არის, მაგრამ თუ ორშაბათს ვერ მოვასწარით სამშაბათს შეიკრიბება საბჭო და მივიღებთ გადაწყვეტილებას," - განაცხადა გურამ ოდიშარიამ.

კომენტარები