ცვლილებები ქართულ ოცნებაში

ქართული ოცნების წევრი დავით ლორთქიფანიძე, შესაძლოა, პარტიიდან გარიცხონ

epn.ge

ქართული ოცნების წევრი დავით ლორთქიფანიძე, შესაძლოა, პარტიიდან გარიცხონ. არსებული ინფორმაციით, მას უახლოეს დღეებში საპარლამენტო უმრავლესობის რიგებსაც დაატოვებინებენ.

ინტერპრესნიუსის ცნობით, ლორთქიფანიძის გარიცხვის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება 16 ნოემბერს გამართულ ქართული ოცნების სხდომაზე მიიღეს. გადაწყვეტილება ოფიციალურად პოლიტსაბჭოს უახლოეს სხდომაზე გაფორმდება. სხდომა პარტიული ყრილობის შემდეგ იგეგმება.

კომენტარები